სარფში ცენტრალურ მაგისტრალზე მიწის ვაკისი არ ჩამონგრეულა
სარფში ცენტრალურ მაგისტრალზე მიწის ვაკისი არ ჩამონგრეულა
06 თებ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ამბები.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია,  თითქოს სარფში თურქეთის საზღვართან ცენტრალური ტრასა ჩამოინგრა არ შეესაბამება სინამდვილეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და გადაამოწმეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სარფში ცენტრალურ გზაზე მიწის ვაკისის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია.

როგორც, ამბები.ge - ს წარმომადგენლები აცხადებენ ისინი შეცდომაში მოქალაქემ შეიყვანა. ხოლო ფოტო, რომელიც გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თან ახლდა სავარაუდოდ, ინტერნეტიდანაა მოპოვებული და სარფის ტერიტორიაზე არ არის გადაღებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: