საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხი ნაციონალური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხი ნაციონალური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით
05 თებ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და კატეგორიულად გამორიცხავს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას.

სიცრუეა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, თითქოს,  საგზაო კომპანია ”სერპანტინს” საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია ”სერპანტინმა” 2013 წელს გაიმარჯვა 4 ტენდერში და  მხოლოდ  თავისი საქმიანობის არეალში - კახეთის რეგიონში.

აღნიშნულმა კომპანიამ 2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში  უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე  2 საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოცხადებულ 4 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ თითქოს იოსებ ქადაგიშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო ნათესავია, ამ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი გამიზნულად აგორებულ ჭორს უწოდებს. იოსებ ქადაგიშვილი: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის  სიცრუე და ცილისწამება. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები.  მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და ნაციონალური მოძრაობის ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოააშკარავებს.” 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: