საავტომობილო გზებზე არსებული მდომარეობა
საავტომობილო გზებზე არსებული მდომარეობა
04 თებ, 2014 00:00:00

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვაზიანი–შუამთის მონაკვეთზე მოქმედი შეზღუდვა უკვე მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის სასადილო–თელავის კმ28–კმ65 მონაკვეთს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის  და  30  ადგილზე  მეტი  ტევადობის  ავტობუსების მოძრაობა,  ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალა (კმ102-კმ182) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ102-კმ138 (ლახამულა-მესტია) თავისუფალია, ხოლო მესტია-კალა (კმ138-კმ182)  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო დანარჩენი სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე  ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: