საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა
საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა
31 იან, 2014 00:00:00

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზებზე დაწესებულია შემდეგი შეზღუდვები:

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის ცხვარიჭამია-თიანეთის (კმ15-კმ60) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-მარტყოფის (კმ4-კმ28) მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის სასადილო–თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის  და  30  ადგილზე  მეტი  ტევადობის  ავტობუსების მოძრაობა.  ხოლო,  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32–კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალას (კმ102-კმ182) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24–საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, იყრება ტექნიკური მარილი, მობილიზებულია ტექნიკა.

გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას კი ინტენსიურად მოგაწვდით ჩვენი ვებ–გვერდის საშუალებით www.georoad.ge.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: