საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის ანგარიში წარადგინა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის ანგარიში წარადგინა
31 იან, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საზოგადოებას 2013 წლის ანგარიში წარუდგინა.

წლის ანგარიშთან დაკავშირებული ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გახსნა. 

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების,  საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და  მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოების წინაშე 2013 წლის ანგარიში წარმოდგენილი იყო პრეზენტაციისა და პოლიგრაფიული გამოცემის სახით, სადაც, მოცემულია წლის პროექტების  დეტალური აღწერა ობიექტების ფოტოილუსტრირებით. ასევე, ინფორმაცია პროექტების დაფინანსების წყაროების, მათი ათვისების მაჩვენებლებისა და 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ წარმოადგინა.

გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის მზარდ დინამიკასა და ამ მიმართულებით, 2014 წლის გეგმაზე.

ცნობისათვის, 2013 წელს ჩქაროსნულ გზატკეცილზე სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა 111 კმ. გზაზე, 2014 წელს კი სამშენებლო აქტივობა იქნება 140 კმ. გზაზე.

2013 წელს განხორციელდა 260 კმ. გზის, 45 ხიდის, 4 გვირაბისა და 1 ზვავდამცავი გალერეის რეაბილიტაცია. გზების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში აშენდა 9 ახალი ხიდი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს 2014 წელს ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და ექსპლოატაციის პროექტებზე, ასევე, ახალი მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. 

youtobe ვიდეოს სანახავად იხილეთ ბული 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: