გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 134 -კმ 135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის 24 საათიან რეჟიმში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.