თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარცხენა საავტომობილო გვირაბში (დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულება) ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს დღის 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.