ინტენსიური წვიმების შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე გააქტიურდა ე.წ. „ბაბილის მეწყერი“ და გზის სავალ ნაწილზე პერიოდულად ჩამოდის ღვარცოფული გამონატანები (ქვატალახოვანი მასა), ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის საათებში საღამოს 20:30 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე გზის ამ მონაკვეთში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
MODE
21.07.201621:40