თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა – სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კმ80 – კმ136 მონაკვეთზე ( მლეთა–რუსეთის საზღვარი ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
MODE
12.11.201511:00