თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან 05 ივნისის დილის 09:00 საათამდე, აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.