ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვაზიანი–შუამთის მონაკვეთზე მოქმედი შეზღუდვა ( მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინაააღმდეგო ჯაჭვებით) უკვე მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის სასადილო–თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.