ძლიერი თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ97) მიმდინარე წლის 14 იანვარს აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროისათვის, ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.