Road cleaning works are progressing at Rikoti Pass
Road cleaning works are progressing at Rikoti Pass
13 June, 2014 00:00:00
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და გეოლოგები. ამ დროისათვის, საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად,  ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანიც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად ყველა მის ხელთ არსებულ  რესურსს გამოიყენებს.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდება. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად იქნება გამოკვლეული დამეწყრილი ტერიტორია და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

Cleaning of the West side territory of Rikoti tunnel, damaged as a result of landslide, was resumed at km147 of Tbilisi-Senaki-Leselidze road, near the village Khevi of Kharagauli Municipality from 06:00 of this morning. Representatives of the Ministry of Regional Development and Infrastructure, Ministry of Environment Protection, Ministry of Internal Affairs and Geologists are on site. By that time, earth survey and risks study are underway simultaneously with road cleaning works. Deputy Chairman of Roads Department Nugzar Gasviani is personally supervising work progress.  In spite of difficult meteorological conditions, Ministry of Regional Development and Infrastructure shall use all available resources in order to implement works within the shortest period. As to traffic, movement is diverted to Gomi-Sachkhere-Chiatura-Zestaponi road; traffic for trailers and semi-trailers is forbidden. Ministry of Regional Development and Infrastructure along with other agencies shall take decision on traffic resumption only after the collapsed territory would be completely studied and safety risks would be minimized.

Source: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
Interactive Map
Georgia 0160, Tbilisi, Kazbegi ave N12,
info@georoad.ge
Hot Line:
(995 32) 2 31 30 76
Join Us: